თენგიზ შარმანაშვილი - ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარი არ არის, ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე, წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო - როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა

ელენე ხოშტარია არავითარი პოლიტპატიმარი არ არის - ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე, წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა.

„სანამ განაჩენი დადგებოდა, მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დარკად წარმოგვიდგინა, რომ ამას უკანონო ხელისუფლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ამას და იმას ვიზამო. თვითდაპატიმრების პირველი ეტაპი მაშინ გამოავლინა. შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ვინც აჩვენებს, რომ არაკანონიერი გზით სიარულს არ აპირებენ, მათ შეწყალებაზე დავფიქრდებიო. პირობითი სასჯელის გამოყენებისთვის კანონი ერთ პირობას აწესებს, რომ დანაშაული უნდა აღიარო და სასჯელს გარეთ მოიხდი. ამაზეც უარს ამბობს. თუ ეს გზა თავად აირჩია, ჩვენ თავი დაგვანებოს. ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე, წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო, რაც გააკეთა. ჯერ დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ კანონს ისეთ საშუალებას არ აძლევს, სახელმწიფომ რომც მოინდომოს, რაიმე ნაბიჯი რომ გადადგას.

შეგიძლია, სხვისი ქონება ფლომასტერითაც დააზიანო, ქვითაც. მან ქონება დააზიანა. ეუბნებოდნენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და მან ეს მაინც გააკეთა, ეს მისი არჩევანია. როგორც კი ვინმეს სიტყვა დასცდებოდა, რომ შუამდგომლობა დაეყენებინა, ციხიდან არზებს აგზავნიდა, ჩემი გათავისუფლებისთვის რაიმეს გაკეთება არ გაბედოთო. არავინ მოგატყუოთ, რომ მოსამართლემ პიროვნება არ უნდა გაითვალისწინოს. ჯარიმა ვერ დააკისრესო?! როგორ დაეკისრებინა ჯარიმა, რომელიც ამბობს, რომ არაფერს ინანიებს და რომ გამოვა, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს.

არავითარი პოლიტპატიმარი არ არის და სასჯელს მოიხდის, რომელიც უნდოდა, რომ მოეხადა. ქალი რომ არის და ოთხი შვილის დედა, თვითონ იცის?! როცა რაღაცას აკეთებს, თავად დაფიქრდა, რომ ოთხი შვილის დედა და ქალია?! მოუწოდეს, ქალი ხარ და ოთხი შვილის დედა, ციხეში შენი ადგილი არ არის, თუ გირაოს გადაიხდიო, უპასუხა, არ მინდაო. საპატიმროს სასჯელი მიიღო, თავად გადაწყვიტა. პირობით სასჯელს ვერ გამოიყენებ, თუ დანაშაულს არ აღიარებს. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს