მაშინ, როცა ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდით გაერთიანებულ საქართველოს და თითქოს, ყველა შევთანხმდით, რომ ერთიანობა ჭირსა თუ ლხინში, ყველაზე მეტად უხდება და ალამაზებს ჩვენს ქვეყანას, „ქოცებმა“ ვერ აიტანეს, ვერ გაუძლეს ამ ერთობას და სიყვარულს - საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის დედა,- ასე ეხმაურება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ვიკა ფილფანი სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაუძლო იმ ერთობასა და სიყვარულს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებობს.
„მაშინ როცა ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდით გაერთიანებულ საქართველოს და, თითქოს, ყველა შევთანხმდით, რომ ერთიანობა ჭირსა თუ ლხინში, ყველაზე მეტად უხდება და ალამაზებს ჩვენს ქვეყანას, „ქოცებმა“ ვერ აიტანეს, ვერ გაუძლეს ამ ერთობას და სიყვარულს!
საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს 4 შვილის დედა! საარჩევნო დროებით ბანერზე წარწერის გაკეთების გამო!
ეს იმის ფონზე, როცა თავი ეროვნულებად მოაქვთ! ეს იმის ფონზე როცა მკვლელებს და პედოფილებს გირაოთი უშვებენ ციხიდან.
დღეს „ქოცების“ მხრიდან ქრისტიანული საქციელი იქნებოდა თუნდაც გირაოს შეფარდებით გაეთავისუფლებინათ 4 შვილის დედა! მაგრამ როცა ეროვნულობაც გაკლია, რწმენაც და ვაჟკაცობაც, ციხეში უშვებ ბანერის „დაჯღაპვნის“ გამო ქალს!”,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.