„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - თუ ლიბანსა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი კვლავ გაიზრდება, ისრაელის ძალები ჩვენი მხრიდან მძიმე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდება

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ თუ ისრაელის ჯარები ლიბანსა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას გააგრძელებენ, მათ მძიმე დარტყმებს მიაყენებენ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მტკიცებით, ისრაელი რეგიონში ომსა და ირანზე მედიის ყურადღების გადატანას „ლიბანსა და პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულების“ განხორციელებისთვის იყენებს.

„ამ პროცესის გაგრძელება დაუშვებელია. თუ ლიბანსა და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი კვლავ გაიზრდება, ისრაელის ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხრიდან მძიმე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების სამიზნე გახდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს