გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 25 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის აბონენტებს შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, ახალშენი, მჭადიჯვარი, ებნისი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.