პირის გამოძახება, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, განხორციელდება როგორც შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით

პირის გამოძახება, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, განხორციელდება როგორც შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასთან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. პროექტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის მიხედვით, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: - პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს; ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება.

პროექტის თანახმად, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით შეწყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას აქვეყნებს, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში გამოცხადდეს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს