კატარი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შუამავლის როლს არ ასრულებს, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა.
„ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტში ვართ. მათ ომში ჩართვის გადაწყვეტილება იმ პარამეტრების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მათი აზრით, რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, კატარი ომის დასრულების მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას მხარს უჭერს.
„დეესკალაციის, კრიზისიდან გამოსავლის პოვნისა და ჩვენს ქვეყნებზე თავდასხმების შეჩერების მიზნით მათთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ანსარიმ.