ელენე ხოშტარიას ადვოკატი - სადაც არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს

პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატი, ელენე მაღლაკელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და განაჩენი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო.

ამის შესახებ ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხოშტარიამ წარწერა ნამდვილად გააკეთა და ფაქტიც საჯაროდ დადასტურდა, თავად ქმედება არ უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში.

მაღლაკელიძის თქმით, მოსამართლემ არგუმენტით, რომლის მიხედვითაც ხოშტარიას წარსულში ჯარიმების არგადახდა და გირაოს შეუსრულებლობა ჰქონდა, სცადა გადაწყვეტილების გამართლება, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

„არავის ბანერი, არც სარეკლამო ბანერი, ვერც პოლიტიკური პირის ბანერი ვერ იქნება ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეტად. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ისჯება ადმინისტრაციული სახდელით და ეს არის 2 000 ლარი. ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ელენე ხოშტარიას ამ საქმესთან დაკავშირებით პოზიცია არ გაუჟღერებია, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ელენე ხოშტარიამ წარწერა გააკეთა. ფაქტია, რომ ელენე ხოშტარიამ წარწერა გააკეთა, არც გაქცევა უცდია, არც გადაფარვა, მაგრამ ერთია ქმედება, მეორეა ეს ქმედება ექცევა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჭრილში.

მერე, რაც მოსამართლემ დაასაბუთა ჯარიმებზე მითითების კუთხით: არ იხდის ჯარიმებს, არ გადაიხადა გირაო. ეს დასაბუთება ეხებოდა სასჯელის ზომას. ამით განმარტა მოსამართლემ თუ რატომ ვერ გამოიყენებდა ჯარიმას ელენე ხოშტარიასთან მიმართებით და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახსნას ამით შეეცადა, რასაც არ ვეთანხმებით.

სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში განაჩენი გამამართლებელი უნდა ყოფილიყო. ელენე ხოშტარია უდანაშაულოდ უნდა ყოფილიყო ცნობილი იმიტომ, რომ სადაც არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, იქ გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს