მედია - რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუსეთში „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.

კერძოდ, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ “დოჟდის” ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის.

აღნიშნულია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.

ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:

“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.

თავად კიჩიგინას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ პოსტი უბრალოდ საბაბი იყო და მას რეალურად ე.წ. “ბაიმაკსკის საქმის” გაშუქებისთვის დევნიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს