თენგიზ შარმანაშვილი - 7.5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ, იკითხა, აიტანო? -  მომიწევს და ღირსიც ვიქნები,  ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი პროკურორებად

7.5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ - იკითხა, აიტანო? - მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შარმანაშვილი დასძენს, რომ ელენე ხოშტარიამ „თქვენი წაქეზებით თქვა უარი გირაოზე“ .

„7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ, დაახლოებით, "ტვ პირველზე". როგორ თქვა აიტანოს ხოშტარიამ 1,5 წელი ციხეშიო. ეს ვთქვი იმიტომ, რომ თავად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც გამორიცხა გირაოს შეფარდება და შემდგომ პირობითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა. ჯერ არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული უსამართლოდ პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს. ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ იკითხა, აიტანო? მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად. ახლა ხოშტარიაზე - თქვენი წაქეზებით თქვა უარი გირაოზე, თქვენი წაქეზებით არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირობითი სასჯელის გამოტანის საფუძველი იქნება. თქვენში მათ პატრონებსაც ვგულისხმობ. ეს არის სიმართლე. თან ეს მხოლოდ ხოშტარიას არ ეხება”, - წერს შარმანაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს