რუსთაველის გამზირზე ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეებმა ადგილზე მარკერები და კახა კალაძის ბანერი მიიტანეს

„მარკერებით რუსთაველზე“ - ამ სახელწოდებით პარლამენტთან „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პროტესტის პარალელურად, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე წელზე მეტია გრძელდება.

მოქალაქეები ადგილზე მარკერებით მოვიდნენ. პარლამენტთან მოიტანეს თბილისის მერის, კახა კალაძის ბანერიც, რომელიც მისი საარჩევნო ბანერის მსგავსია. ბანერზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს