ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა - თავდასხმებზე ვუპასუხებთ

სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეალური მოძრაობა ჯერ, სამწუხაროდ, არ არის, რუსეთს არ უნდა მშვიდობისკენ სვლა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

“დღეს ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდის ანგარიში იყო, რომელიც აშშ-დან დაბრუნდა. რეალური მოძრაობა ჯერ, სამწუხაროდ, არ არის - რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელებმა, აშშ-მა, ევროპელებმა და სხვა გლობალურმა სუბიექტებმა ყველაფერი შესაძლებელი და საჭირო აკეთონ, რათა რუსები ნამდვილად და გულწრფელად დაინტერესდნენ დიპლომატიით.

“და არა ისე, რომ უბრალოდ ნავთობით იშოვონ მეტი ფული და მეტი დრო მოიგონ შემდგომი თავდასხმებისთვისა და აგრესიებისთვის. მშვიდობა მყარი უნდა იყოს - ეს არის ჩვენი მიზანი, და ეს იქნება. ხოლო თავდასხმებზე ვუპასუხებთ, აუცილებლად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს