დონალდ ტრამპი - ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვესაუბრებით სწორ ადამიანებს და მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან, ომის დასრულების საკითხზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ვესაუბრებით სწორ ადამიანებს და მათ ძალიან სურთ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

„ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი ამას აკეთებენ მარკოსთან, ჯეი დი-სთან და სხვა ადამიანებთან ერთად, შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარეს შეთანხმების დადება სურს და ვის არ ენდომებოდა? მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი კომუნიკაციები აღარ არსებობა - ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამ გამოიწვია მინი პოზიციის ცვლილება მასა შემდეგ, რაც წინა კვირის პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ სურდა ცეცხლის შეწყვეტა, ტრმპმა უპასუხა : „ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენთან საუბრობენ და ისინი აზრიან რაღაცეებს ამბობენ“.

„გახსოვდეთ, ყველაფერი იმით იწყება, რომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, როგორც გუშინ ვთქვი. მე ვთქვი: „პირველი, მეორე და მესამე ის არის, რომ მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღის ჰქონდეთ და მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს