ფილიპინებმა, ენერგომომარაგებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ჰორმუზის სრუტის დაკეტვასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სფეროში შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფილიპინების პრეზიდენტის განმარტებით, „ქვეყნის ენერგომომარაგების ხელმისაწვდომობასა და სტაბილურობას გარდაუვალი საფრთხე“ ემუქრება.

„ენერგეტიკის მინისტრმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ჰქმნის ენერგომომარაგების უკიდურესად დაბალი დონის უშუალო საფრთხეს და აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება ქვეყნის ენერგომომარაგების სტაბილურობისა და ადეკვატურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია პრეზიდენტის გაანკარგულებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს