დონალდ ტრამპი უნგრელებს - გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს - მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს

უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს - ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვიქტორ ორბანი, „ნამდვილად ძლიერი ლიდერია“, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს.

„ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის ზრდისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია, ძირითადად, პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით.

„მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა. ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს არჩევნებში დავუჭირე მხარი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ დიდი პატივია. არჩევნების დღეა 2026 წლის 12 აპრილი. უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს - ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს“, - წერს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს