დანიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის მემარცხენე ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სამშაბათს გამართულ დანიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 21.9%-ით პირველი ადგილი დაიკავეს და მომავალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვეს.
„სოციალ-დემოკრატებისა“ და სხვა მემარცხენე პარტიების „წითელმა ბლოკმა“ 179 ადგილიან პარლამენტში 84 ადგილი მოიპოვა, ხოლო მემარჯვენე პარტიების „ლურჯმა ბლოკმა“ კი 77 ადგილი.
არჩევნების შედეგების თანახმად, კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში მთავარ როლს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ცენტრისტული-მემარჯვენე პარტია „მოდერატები“ შეასრულებს, რომელმაც 14 მანდატი მოიპოვა.
დანიის პარლამენტში უმრავლესობისთვის 90 მანდატია საჭირო.