ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს?

როგორ შეიძლება ვინმე აშშ-ის დიპლომატიას ენდოს? - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს მათი განცხადებები დიპლომატიისა და შუამავლობის შესახებ, როდესაც ეს ომი მათ დაიწყეს და თავდასხმებს აგრძელებენ“, - განაცხადა ესმაილ ბაგაიმ.

მისი თქმით, ირანს „აშშ-ის დიპლომატიასთან ურთიერთობის კატასტროფული გამოცდილება აქვს“.

„ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ორჯერ დაგვესხნენ თავს, როდესაც ბირთვული საკითხის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ვიყავით. ეს დიპლომატიის ღალატია“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს, ხოლო პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს