შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებს, - ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა განაცხადა.
„თქვენი შინაგანი ბრძოლის დონემ საკუთარ თავთან მოლაპარაკების ეტაპს მიაღწია? ჩვენნაირი ადამიანები ვერასდროს შეეწყობიან თქვენნაირ ადამიანებს“, - მიმართა ამერიკულ მხარეს ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.
ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.