ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.
ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.