რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს კათოლიკე ქრისტიანები ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების დღესასწაულს ულოცავს და მათ სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია მისალოცში.