Wall Street Journal - ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რეგიონში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რეგიონში აშშ-ის ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაციას, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და ყველა სახის სანქციის მოხსნას ითხოვს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ირანი გარანტიებს ითხოვს, რომ ომი თავიდან აღარ დაიწყება და ასევე, ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს შეწყვეტს.

წყაროების განცხადებით, ირანის მოთხოვნები ახალ შეთანხმებას მოიცავს, რომლითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლისთვის გადასახადს დააწესებს.

ამასთან, ირანი თავისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვაზე უარს ამბობს და შესაძლო შეთანხმება მის ბირთვულ პროგრამას არ ეხება.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

გეგმის თანახმად, ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეზღუდოს და ასევე, რეგიონში მისი „პროქსი“ ძალების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს