კამპანიამ „ახალი სიცოცხლე სამშვილდეს“ სტარტი აიღო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი- თეთრიწყაროს რაიონში არსებული სამშვილდეს ნაქალაქარი, რომელიც არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში, არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი, დღეს უპატრონოდ არის მიტოვებული და შველას საჭიროებს,- ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.

კერძოდ, საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საინფორმაციო კამპანია - „ახალი სიცოცხლე სამშვილდეს“ დაიწყო.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანს საზოგადოების ფართო ფენებისთვის სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის, მისი დღევანდელი პრობლემების და ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიაში მოწვეულმა მეგზურებმა - არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ, მედია-ტურის მონაწილეებს არამარტო დაათვალიერებინეს საქართველოს ეს უდიდესი ნაქალაქარი, არამედ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ ჩვენი კამპანიით, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს ითვალისწინებს, შევეცდებით არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ხელისუფლების ყურადღების კონცეტრირებასაც სამშვილდის პრობლემებზე. დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ნაქალაქარის ცალკეული ნაწილები ამიტომ დროა ვიმოქმედოთ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ კულტურის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს ძეგლის ტურისტული პოტენციალის გამოყენების მიზნით, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარში ფართომაშტაბიანი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაქალაქარის სტუმრები ასევე ადგილზე გაეცნენ რამდენიმე წლის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ სამუშაო გეგმას,რომელიც სამშვილდის ნაქალაქარის მძლავრ ტურისტულ ცენტრად გადაქცევის ითვალიწინებს.

მედია-ტურის კამპანიის ფარგლებში აღნიშნეს, რომიმის 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა. გაზრდილი მცენარეული საფარის გამო, ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები და ნამოსახლარები აღარ იკითხება. ზაფხულში კი ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და სიონის ნაშთები, სამწუხაროდ უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის.

„სამშვილდის ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს