ევროკავშირის დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მონაწილეობით Erasmus+ Virtual Exchanges პროექტის — ARIVE (Advancing Research and Innovation in Higher Education through Virtual Exchanges) — განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში კვლევითი განათლების ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.
პროექტი ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სიღრმისეულ, სტრუქტურირებულ და ინტერდისციპლინურ ვირტუალურ აკადემიურ თანამშრომლობის მოდელს, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს — ციფრულ ტრანსფორმაციას, კვლევითი პოტენციალის შეზღუდულობასა და აკადემიური მობილობის ბარიერებს.
ARIVE-ის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური ვირტუალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერდისციპლინურ კვლევით ტრენინგებსა და მენტორობას. აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და გააფართოებს წვდომას კვლევით განათლებაზე.
პროექტი აერთიანებს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ:
ცენტრალიზებული ვირტუალური გარემოს საშუალებით სტუდენტები და დამწყები მკვლევრები ჩაერთვებიან: პროექტზე დაფუძნებულ კვლევებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სასწავლო მოდულებსა და საერთაშორისო, ტრანსსასაზღვრო აკადემიურ თანამშრომლობაში.
პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და მისი ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
ARIVE პროექტი სრულად პასუხობს Erasmus+ პროგრამის პრიორიტეტებს — ინკლუზიურ განათლებას, ციფრულ ტრანსფორმაციას, სამოქალაქო ჩართულობასა და გარემოსდაცვით ცნობიერებას — და აძლიერებს უმაღლესი განათლების როლს ცოდნის, ინოვაციისა და ინტერკულტურული თანამშრომლობის განვითარებაში.
(R)