ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე აშშ-ირანის მოლაპარაკებები შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ისლამაბადში გაიმართოს.
მისი თქმით, მოელის, რომ მოლაპარაკებები უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირებული არ იქნება.
„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ შაბათ - კვირას პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართოს. მოველი, რომ ისინი უფრო ფართო ხასიათს მიიღებს და მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე, კონფლიქტის ძირეულ მიზეზზე, არ იქნება ფოკუსირებული. ამჯერად დღის წესრიგში ასევე იქნება რაკეტები, ისლამურ რესპუბლიკის მოკავშირე შეიარაღებული დაჯგუფებები და ირანის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა გროსიმ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში.