უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა

უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანის ცნობით, უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, „დრუჟბას“ „ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს