„თეატრი სახელოსნო 42“ პრემიერისთვის ემზადება

აპრილში „თეატრი სახელოსნო 42“-ის რეპერტუარს კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლი შეემატება. „იატაკქვეშეთის ადამიანი“ (ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების „წერილები იატაკქვეშეთიდან“ მიხედვით) ერთი უბრალო, უსახელო ადამიანის იზოლირებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს:

ის არ არის გმირი. ის არ ითხოვს თანაგრძნობას. ის უბრალოდ არსებობს — იატაკქვეშეთში, ადამიანის სულის ყველაზე ბნელ კუთხეში.

ფიოდორ დოსტოევსკის ერთდროულად შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი ტექსტი მოგზაურობაა ადამიანური ფსიქიკის სიღრმეში — სარკასტული მონოლოგი, რომელიც დროის ზღვარს სცდება და კითხვას გვიტოვებს: ვინ ვართ სინამდვილეში, როცა აღარავინ გვადევნებს თვალს?

დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე

მონაწილეობენ: ნიკა კუჭავა, ნინი ლორთქიფანიძე

პრემიერა შედგება 2026 წლის 7, 8, 15 და 22 აპრილს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ორ პლატფორმაზე: tkt.ge და biletebi.ge.

სეზონის გენერალური სპონსორია Visa X TBC Concept.

(R)

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს