Touch Platform-ის ორგანიზებით, 3–4 აპრილს თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი, Touch RGB გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის საბოლოო აჯენდა უკვე მზად არის და ის მონაწილეებს განსაკუთრებულად დატვირთულ და პროფესიულად საინტერესო პროგრამას სთავაზობს.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში დაგეგმილია 20-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერის გამოსვლა, 30-ზე მეტი თემატური სესია და 10 პრაქტიკული ვორქშოფი. ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს არის სტრატეგიული პლატფორმა ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული კავშირების გასაფართოებლად და საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად, რაც მომავალში მსხვილ კოლაბორაციულ ბიზნეს-პროექტებში უნდა გადაიზარდოს.
სრული აჯენდის სანახავად ექვიეთ ბმულს: https://touch.ge/touchrgb26/agenda
სტრატეგიული მიმართულებები და ფორმატი
Touch RGB-ის პროგრამა სრულად პასუხობს თანამედროვე ციფრული დიზაინის მთავარ საჭიროებებს და ფოკუსირებულია სამ საკვანძო მიმართულებაზე:
ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ნაწილების ბალანსს:
გლობალური ექსპერტიზა და კარიერული აქსელერაცია
წელს Touch RGB-ის სპიკერების შემადგენლობა ხაზს უსვამს ღონისძიების მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. ჰედლაინერებს შორის არიან გლობალური კრეატიული ინდუსტრიის სუპერვარსკვლავები და წამყვანი სტუდიების დამფუძნებლები:
მნიშვნელოვანია ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პორტფოლიო რევიუ, რომელშიც 10-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ეს ფორმატი დამწყებ სპეციალისტებს აძლევს პირდაპირ წვდომას ინდუსტრიის ლიდერებთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბარიერს ნიჭიერ კადრებსა და წამყვან დამსაქმებლებს შორის.
ბიზნეს პარტნიორობა და ბილეთები
პროექტის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს კერძო და საჯარო სექტორის ძლიერი კონსოლიდაცია.
დღის ბოლომდე ბილეთებზე მოქმედებს Early Bird ფასები. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ პლატფორმაზე: touch.ge/touchrgb26
(R)