სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, ავტოდაზღვევის მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი, ავტოდაზღვევის მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს.

კომპანიის ინფორმაციით, ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც „ალდაგის“ ავტოდაზღვევის ფრანშიზიან პოლისს შეიძენს, სპეციალურად აქციის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.

სასაჩუქრე ნაკრებში მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს.

მათივე ინფორმაციით, აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც შეიძენს „ალდაგის“ ავტოდაზღვევის მინიმუმ, სტანდარტ ან/და სრულ პაკეტს 1%, 3% ან 5%-იანი თანაგადახდით. შეთავაზებით სარგებლობა 30 აპრილის ჩართვლით არის შესაძლებელი.

“ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლისთვის დაზღვევა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვის მექანიმზი არ იყოს, არამედ, ჰქონდეს დამატებითი ღირებულება და რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ, ფრანშიზიანი ავტოდაზღვევის შეძენისას, მომხმარებლებს ვთავაზობთ, სპეციალურად შერჩეულ სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც ავტომობილის მოვლასა და მძღოლის კომფორტზეა მორგებული. გვინდა, რომ დაზღვევა იყოს არა მარტო აუცილებელი სერვისი, არამედ პარტნიორობა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ალდაგის“ ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს