Reuters - პაკისტანმა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება გადასცა

პაკისტანმა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება გადასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ აშშ-ის წინადადება მიიღეს, თუმცა არ დაადასტურა ეს ის 15-პუნქტიანი გეგმაა თუ არა, რომლის შესახებაც მანამდე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ასევე, მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თურქეთში ან პაკისტანში გაიმართოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ირანული მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.

ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს