აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
აბუ დაბის მედია ოფისის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა.
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.