პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების დაკავებას შეძლებენ, - ინფორმაციას BBC დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კირ სტარმერის ბრძანებით, შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული რუსული ტანკერების დაკავებას შეძლებენ.
კირ სტარმერის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ნავთობზე მაღალი ფასის გამო კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.
„სწორედ ამიტომ, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ უფრო აგრესიულად ვმოქმედებთ, არა მხოლოდ ბრიტანეთის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ პუტინის ომის მანქანას ბინძური შემოსავალი შევუზღუდოთ, რომლითაც უკრაინაში ბარბაროსულ სამხედრო კამპანიას აფინანსებს“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.