საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება - ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე  გაიზარდა

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

როგორც bpn.ge წერს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რის გამოც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.

საწვავის ფასები სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე დღეისთვის ასეთია: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 13 მარტის მონაცემებთან)

Gulf (ფასის მატება 10-დან 22 თეთრამდე) G-Force სუპერი - 3.83 ლარი (3.63 ლარი); G-Force პრემიუმი - 3.33 ლარი ( 3.23 ლარი იყო): G-Force ევრო რეგულარი - 3.29 ლარი (3.09 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (3.07 ლარი იყო); G-Force ევრო დიზელი - 3.67 (3.45 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.57 ლარი ( 3.35 ლარი იყო).

რაც შეეხება ფასებს Wissol-ში (ფასის მატება 13-დან 31 თეთრამდე). ეკო სუპერი - 3.82 ლარი ( 3.69 ლარი იყო); ეკო პრემიუმი - 3.42 ლარი (3.27 ლარი იყო); ეკო დიზელი - 3.72 ლარი (3.41 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.67 ლარი (3.36 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 3.27 ლარი ( 3.12 ლარი იყო).

Socar (ფასის მატება 13-დან 42 თეთრამდე). ნანო სუპერი - 3.72 ლარი (3.59 ლარი იყო); ნანო პრემიუმი - 3.40 ლარი ( 3.15 ლარი იყო); ნანო ევრო რეგულარი - 3.24 ლარი (2.99 ლარი იყო); ევრო 5 დიზელი - 3.50 ლარი (3.09 ლარი იყო); ნანო ევრო 5 დიზელი - 3.60 ( 3.18 ლარი იყო).

Rompetrol (ფასის მატება 15-დან 35 თეთრამდე) Efix სუპერი - 3.80 ლარი (3.65 ლარი იყო); Efix ევრო პრემიუმი - 3.43 ლარი (3.25 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (3.12 ლარი იყო); Efix ევრო დიზელი - 3.65 ლარი (3.30 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.60 (3.25 ლარი იყო).

Portal (ფასის მატება 5-დან 50 თეთრამდე) სუპერი - 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო); პრემიუმი - 3.09 ლარი (3.04 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (2.89 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.69 ლარი (3.19 ლარი იყო); ეფექტური დიზელი - 3.49 ლარი (3.09 ლარი იყო).

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს