ანდრეი სიბიგა - უკრაინა ე.წ. დსთ - სთან უკანასკნელ კავშირებს წყვეტს

უკრაინა ე.წ. დსთ - სთან უკანასკნელ კავშირებს წყვეტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გამოაცხადა.

ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებში გაფორმებული 116 ხელშეკრულების მოქმედებას აუქმებს.

„უკრაინის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩო ომის რეალობასა და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა შეესაბამებოდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ის უკანასკნელი სამართლებრივი კავშირები გაწყდეს, რომლებიც ოდესღაც რუსეთთან, ბელარუსთან და ე.წ. დსთ- სთან გვაკავშირებდა“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, „უკრაინამ ყველაფერი უნდა მოიშოროს, რაც ოდესღაც აგრესორ სახელმწიფოსთან აკავშირებდა“.

„უკრაინის საზღვარი საერთაშორისო სამართლის, თავისუფლებისა და ევროპული ცივილიზაციის საზღვარია. ეს მიდგომა კი უკრაინის საერთაშორისო სახელშეკრულებო და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა აისახოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინამ დსთ 2018 წელს დატოვა, თუმცა ფორმალურად ორგანიზაციის შეთანხმებების ნაწილად რჩებოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს