ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი – საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის უდანაშაულოა, თუმცა საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მექანიზმი საქმის დასრულების

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის უდანაშაულოა, თუმცა საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მექანიზმი საქმის დასრულების, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება რთულია და

ყოფილი მინისტრისთვის წარდგენილი ბრალი 9-დან 12-წლამდე პატიმრობას გულისხმობს, საპროცესო შეთანხმება შესაძლოა ოპტიმალური ვარიანტი იყოს.

„საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე არ გვისაუბრია, არც პროკურატურასთან და არც ბრალდებულთან. საპროცესო შეთანხმება არის საქმის დასრულების ერთ-ერთი მეთოდი.

თუ საპროცესო შეთანხმება შედგება, კანონმდებლობით პროკურატურა ითხოვს ზარალის ანაზღაურებას. სასჯელი ორმხრივი მოლაპარაკებების საგანია.

ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება შეუძლებელია და არ ვიცით საქმე როგორ დასრულდება, აქ არის რისკების შეფასება, მინიმალური სასჯელი [ჯუანშერ ბურჭულაძისთვის წარდგენილი] ბრალის მიხედვით - 9 წელია, ამიტომ შესაძლოა ეს მისთვის ოპტიმალური შესაძლებლობა იყოს.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ის უდანაშაულოა, თუმცა საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მექანიზმი საქმის დასრულების. გააჩნია პირობებს",- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს