„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე ინოვაციური პროექტი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი წარადგინა

მონაკოს იახტ-კლუბში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (MIIF) რეგიონული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტს ამკვიდრებს.

პროექტი, სრულად მდგრადი განვითარებისა და „ჭკვიანი ქალაქის“ (smart city) კონცეფციას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ საპროექტო არეალზე, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიწის მოწყობით სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია და 84-ჰექტრიდან, 48 ჰექტარი უკვე შექმნილია.

„ჩვენი პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მას ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ახალ საფეხურზე აჰყავს. მსგავსი ფორმატის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი მდგენელია, რაც მიზნად ისახავს წამყვანი საერთაშორისო ინვესტორებისთვის იმ უნიკალური შესაძლებლობების გაცნობას, რასაც მათ „ამბასადორი აილენდი“ და საქართველოს მყარი ეკონომიკური გარემო სთავაზობს“ - განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ ბიზნეს-პროგრამაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, საერთაშორისო ინვესტიციებით დაინტერესებული პირები და კომპანიები. ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა ინვესტორებისა და სფეროს ლიდერებისთვის, რათა პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ პროექტის ხელმძღვანელებთან და სათანადოდ შეეფასებინათ პროექტის განსაკუთებული პოტენციალი.

„ამბასადორი ჯგუფი“ აღნიშნულ პროექტს მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორისაა: ურბანული დაგეგმარების გლობალური ლიდერი, საინჟინრო კომპანია Arup, წამყვანი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ამერიკული არქიტექტურული ფირმა SHoP Architects.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს