დავით მათიკაშვილი - ოკუპაციის ფაქტი არის ის უდიდესი წინაღობა, რომელიც, ხელს უშლის ურთიერთობებს - გაითხოვონ უკან აღიარება, აღდგეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება

ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი არის ის უდიდესი წინაღობა, რომელიც, ბუნებრივია, ხელს უშლის ურთიერთობებს - გაითხოვონ უკან აღიარება, აღდგეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ოკუპანტ სახელმწიფოსთან პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ვერ გვექნება.

„პოლიტიკური თვალსაზრისით ურთიერთობების აღდგენას გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა - ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ცნობა და დაცვა ჩვენი მეზობლების მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი არის ის უდიდესი წინაღობა, რომელიც, ბუნებრივია, ხელს უშლის ურთიერთობებს. გაითხოვონ უკან აღიარება, აღდგეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, ადამიანებს შორის ურთიერთობას, ის ბუნებრივია, არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით. ეკონომიკაც, საზოგადოებაც და სხვა დანარჩენი სფეროებიც ურთიერთობენ, მაგრამ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული ქართული ტერიტორიები, ვერ გვექნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

„როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით - საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ," - განაცხადა ზახაროვამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს