პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მარაგები შემცირდა.
წყაროების განცხადებით, პენტაგონს უკრაინის ნაცვლად სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის, რომლებიც პარტნიორმა ქვეყნებმა ნატო-ს ინიციატივის (PURL) ფარგლებში უკრაინისთვის შეუკვეთეს.
პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ „აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელ სამხედროებსა და პარტნიორებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის სჭირდებათ“.