Paysera Visa Signature პეისერას პრემიუმ კლასის ბარათია, რომელიც ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს, საერთაშორისო გადარიცხვებსა და სამოგზაურო სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ, ხელმისაწვდომ გადაწყვეტაში.
„ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ არის ინოვაციური, როცა ის ადამიანს ყოველდღიურ თავისუფლებას აძლევს. ფინანსური თავისუფლება კი მხოლოდ ციფრები არ არის, ეს არის წვდომა ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელოვნურ ბარიერებსა და საზღვრებს შლის. შევქმენით ერთი ბარათი, რომელიც პასუხობს ყველა ფინანსურ საჭიროებას, ყოველდღიური ტრანზაქციებიდან საერთაშორისო ბიზნესის მართვამდე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს წინაშე მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობებს ხსნის”, - დიმიტრი ქუმსიშვილი, „პეისერა ბანკის“ გენერალური დირექტორი.

„პეისერასთვის“ თითოეული მომხმარებელი განსაკუთრებულია. ეს ნიშნავს, რომ პრემიუმ სტანდარტის მომსახურება, უსაფრთხოება და საუკეთესო ტარიფები არა პრივილეგია, არამედ უკვე ხელმისაწვდომი სტანდარტია ყველასთვის. პრემიუმ ბარათები, გადარიცხვების პირობები და საკომისიოები არის ის უპირატესობა, რომლითაც ტრადიციულ საბანკო სისტემაში, როგორც წესი, მხოლოდ უმსხვილესი კომპანიები სარგებლობენ. პეისერაში ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია თითოეული მომხმარებლისთვის.
Paysera Visa Signature-ის შეკვეთა შესაძლებელია Paysera Super App-ის მეშვეობით. ციფრული ბარათის დამატება უკვე შესაძლებელია Google Pay-ს ციფრულ საფულეში. Paysera Visa Signature მალე გამოჩნდება Apple Pay-ზეც.
დეტალური ინფორმაცია ბარათის შეკვეთის პროცედურის, ტარიფებისა და ბენეფიტების შესახებ ხელმისაწვდომია Paysera-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: paysera.ge
შეუკვეთე ბარათი დღესვე, პირდაპირ აპლიკაციიდან.
IOS: https://bit.ly/47YIzZl | Android: https://bit.ly/4uMS5Zz
(R)