„საქართველოს ბანკის“ გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელთა წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაანაღდონ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ხოლო თუ გზავნილი კვირის განმავლობაში 30 000-ე იქნება, გზავნილის თანხა გაორმაგდება.

ამასთანავე, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის მიღებისას შეგიძლიათ გზავნილი სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით დააკონვერტიროთ.

გამარჯვებული კვირაში ერთხელ გამოვლინდება, მოგებული თანხის მაქსიმალური ოდენობა კი 3,000 ლარს შეადგენს.

აქცია 25 მარტს დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის გზავნილები საქართველოს ბანკის პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.

გაორმაგებული გზავნილების აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს