გრიგოლ გეგელია პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრაზე - გვქონდა ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია - ჩემი გზავნილი იყო, რომ „ქოცური“ რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. გვქონდა ძალიან ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია. „შუა კორიდორზეც“ გავაკეთეთ აქცენტი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან, პიტერ ანდრეოლისთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „აშშ არის დაინტერესებული „შუა კორიდორით“ და იმით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყოს წარმატებული, ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისევე როგორც პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს“.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ის არის მაღალჩინოსანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი ჩვენი რეგიონის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია დღეს, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის სპობის, პოლიტიკური პარტიების გაუქმების მცდელობების მიმართულებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ძალიან მძიმე და სერიოზული გეოპოლიტიკური ვითარება. ბუნებრივია, „შუა კორიდორზე“ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი, რადგან აშშ არის ძალიან დაინტერესებული სრულიად ღიად „შუა კორიდორით“. დაინტერესებულია იმით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყოს წარმატებული და ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისევე როგორც პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს. რა თქმა უნდა, მიმოხილული იქნა ის დინამიკა რაც არსებობს ზოგადად რეგიონში და ისიც თუ ჩვენი, საქართველოს დემოკრატიული ძალების რწმენით, რამდენად თავსებადია „ქოცური“ რეჟიმი იმ გეოპოლიტიკურ ამოცანებსა და მიზნებთან, რაც გააჩნია აშშ-ს ჩვენს რეგიონში. ამ შეხვედრაზე ჩემი გზავნილი იყო, რომ „ქოცური“ რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან და რა თქმა უნდა, „ქოცები“ არიან აფილირებული იმ მხარეებთან, რომელიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკური დასავლეთის ინტერესებს ღიად ემტერება. ასეთი არის ირანი და ჩინეთი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს