გრიგოლ გეგელია - რუსეთთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა არის შესაძლებელი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ - სანამ ჩვენს მიწაზე დგანან რუსეთის ფაშისტური ჯარები, ყველანაირი ლაპარაკი არის ღია კაპიტულაცია და ღალატი

რუსეთთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა არის შესაძლებელი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ - სანამ ჩვენს მიწაზე დგანან რუსეთის ფაშისტური ჯარები, ყველანაირი ლაპარაკი არის ღია კაპიტულაცია და ღალატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის საუბრობს, რომ „ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით“.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, რუსეთთან დიალოგი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი.

„რუსეთთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა არის შესაძლებელი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი და როდესაც უკლებლივ ყველა ჯარისკაცი და ე.წ. რუსი საელჩოები დატოვებენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიას. მანამ, სანამ არსებობს ორი ე.წ. საელჩო საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, მანამ, სანამ საქართველოს თუნდაც ერთი გოჯი არის ოკუპირებული და სანამ ჩვენს მიწაზე დგანან რუსეთის ფაშისტური ჯარები, არანაირი ლაპარაკი არ იქნება და ყველანაირი ლაპარაკი არის ჩვეულებრივი, ოფიციალური, ღია კაპიტულაცია და ღალატი.

ვხედავ „ქოცებს“ უკვე დაუწყიათ, მათ შორის ლევან მახაშვილსაც, რომელიც ერთ დროს წიგნებს წერდა ევროინტეგრაციაზე, ახალი შემგუებლური ფაზის შემოტანა, რომ შესაძლებელია რუსებს ველაპარაკოთ დეოკუპაციამდეც. ეს არის „ქოცური“ მოღალატეობრივი ნონსენსი, რომელსაც ნებისმიერი წესიერი ქართველი უნდა დაუპირისპირდეს. ეს არის ანტიქართული სამარცხვინო რიტორიკა. არანაირი საუბარი რუსეთთან, მანამ, სანამ მათი ფაშისტური ჯარები დგანან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის მისაღები. ეს არის ანტიქართული ქმედება“,- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

„როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით - საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ," - განაცხადა ზახაროვამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს