საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურორმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე.

„ასევე ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორმა ასევე ისაუბრა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს