მარკ რუტე - ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ - მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას "ევროსკოპის" მიერ საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

ალიანსის გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით კურსი განაგრძოს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ამასთან, მარკ რუტე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა შენარჩუნდეს, რათა პრობლემების განხილვის შესაძლებლობა არსებობდეს, ვიდრე ვთქვათ, რომ „არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ“.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. ასევე, რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს. მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით კურსი განაგრძოს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ჩვენ დიალოგი და დისკუსია უნდა შევინარჩუნოთ და პოზიცია უნდა დავიკავოთ, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რათა გვქონდეს საშუალება ეს პრობლემები განვიხილოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, - ნათქვამია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს