გზის რეაბილიტაციის გამო ზღვისუბანში, ბოთერაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი შეზღუდვა რომელაშვილის ქუჩიდან 154-ე საჯარო სკოლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს.

„შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ, ავტობუსები - N317, N386, N375 და მიკროავტობუსი N510 აბაისა და რომელაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ამ დროისთვის, ბოთერაშვილის ქუჩაზე დაზიანების არეალში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, ასევე, გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილისი ენერჯი“ შეასრულებს.

მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარის დაგებას ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს