რუსეთმა ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობების მინიმუმ 40% დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბაზრის მონაცემების დათვლის შედეგად, Reuters-მა დაადგინა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების, ტანკერების დაკავებისა და ნავთობსადენ “დრუჟბას” დაზიანების შედეგად, რუსეთმა ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობების მინიმუმ 40% დაკარგა.
საუბარია დღეში დაახლოებით ორ მილიონ ბარელზე. ეს მოიცავს პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებს, რომლებიც უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს, ასევე, ნავთობსადენ “დრუჟბაზე”, რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში მიდის.
“შეჩერება ნავთობის მიწოდებების ყველაზე სერიოზული დარღვევაა რუსეთის თანამედროვე ისტორიაში, ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორის მსოფლიოში, და მოსკოვს დაარტყა ზუსტად მაშინ, როდესაც ირანში ომის გამო ნავთობზე ფასებმა ბარელისთვის 100 დოლარს გადააჭარბა”, - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეს უკრაინამ გააძლიერა დრონებით თავდასხმები რუსეთის ნავთობისა და საწვავის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. მათ ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის სამი ძირითადი დასავლური პორტი დააზიანეს - ნოვოროსიისკი შავ ზღვაში და პრიმორსკი და უსტ-ლუგა ბალტიის ზღვაში.