„ჰელსინკის კომისია“ - “ქართული ოცნება” სასამართლოს იყენებს იარაღად ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის

“ქართული ოცნება” სასამართლოს, როგორც იარაღს იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

ჰელსინკის კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები კიდევ უფრო მძიმე მუხლებით განაჩენების წინაშე არიან.

ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერს, პატიმრობის ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს “ქონების დაზიანებისთვის” იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს “რუსული ოცნება” მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.

ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ახლა კიდევ უფრო მძიმე განაჩენების შესაძლებლობის წინაშე დგანან - 7-დან 15 წლამდე პატიმრობის - ვითომდა “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს