პროკურატურამ ორსული მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გააუპატიურა ორსული მეუღლე, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ძალადობით და ძალადობის მუქარით გააუპატიურა ორსული მეუღლე, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ორსული ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს