ნიკა ჩერქეზიშვილი - მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მოადგილესა და სხვა პასუხისმგებელ წარმომადგენლებს, მოვიდნენ მე-14 სკოლასთან - აიღონ პასუხისმგებლობა, რომ შესაძლებლად მოკლე დროში ააშენებენ სკოლას

მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, კურატორ მოადგილესა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელ წარმომადგენლებს, მოვიდნენ სკოლასთან [მე-14 საჯარო სკოლა], დაელაპარაკონ პროტესტის მონაწილეებს და აიღონ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე, რომ შესაძლებლად მოკლე დროში ააშენებენ სკოლას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თბილისი საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი პირების უკუკავშირი.

„მეორე დღეა გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქცია მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც უკვე მე-4 წელია, რაც ნაგავსაყრელადაა ქცეული. ამ ორი დღის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებიდან არავინ გამოჩენილა და მოსულა მშობლებთან.

მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლების ნაწილი არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას იქამდე, ვიდრე ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან არ მიიღებენ კონკრეტულ პასუხს, თუ როდის დაიწყება და დასრულდება აღნიშნული სკოლის მშენებლობა.

მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, კურატორ მოადგილესა და სამინისტროს სხვა პასუხისმგებელ წარმომადგენლებს, მოვიდნენ სკოლასთან, დაელაპარაკონ პროტესტის მონაწილეებს და აიღონ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე, რომ შესაძლებლად მოკლე დროში ააშენებენ სკოლას.

მდგომარეობას ამძიმებს ის ამბავი, რომ ამ ორი საპროტესტო დღის განმავლობაში მოსწავლეები არ დადიან არც იმ სკოლაში, რომელსაც მიკედლებული არიან მე-4 წელია. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირების უკუკავშირი არის სასწრაფო!“,- აცხადებს ჩერქეზიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს