საქართველოსა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მოგვიანებით კი დუბლი შეასრულა.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა.
მატჩი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ასევე, მატჩის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.