“თანასწორობის ინსტიტუტი” დავით ბაქრაძის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს

“თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ახალგაზრდები დავით ბაქრაძეს გადადგომისა და ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მათ სიმბოლურად აგვისტოს ომის პერიოდში ბაქრაძის განცხადების – “ყველა შეიარაღდით თოხებით, ბარებით და დაიცავით საქართველო”; - საპასუხოდ; პარლამენტის თავმჯდომარის სახლთან თოხები, ბარები და დანა-ჩანგლები მიიტანეს.

მათვე გააკეთეს წარწერები; - “დავით, გადადექი”.

“თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით,; დღეს ხშირად ესმით ქართული ტელევიზიებიდან, რომ რუსის ჯარი თავს ესხმის საქართველოს და ამის საპასუხოდ გამართეს აქცია, რათა ბაქრაძეს გააგებინონ, რომ საქართველოს დაცვა სჭირდება.

აქციის მონაწილეები ბაქრაძეს ქართველი ხალხის გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში