პეტერ პელეგრინი - პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება და ის, თუ როგორ დაინახავს ევროპულ პერსპექტივას - გახსნილად განვიხილეთ ეს თემები

სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ მიხეილ ყაველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე, ასევე, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილეს.

პეტერ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიალოგი გაღრმავდება.

„შეხვედრაზე ჩვენ მოვიცავით სხვადასხვა თემის ფართო სფეროები. ამჟამად, ჩვენ ვაწყდებით საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევებს, ხდება საზღვრების რეკონფიგურაცია დიდი ძალების მიერ და საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველი ირყევა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია ხაზი გავუსვა და დავარწმუნო ბატონი პრეზიდენტი, რომ სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქალბატონებო და ბატონებო, ბრატისლავა და სლოვაკეთი გახლავთ ადგილი, სადაც შეიძლება გარდაწყვეტილებები ვეძებოთ. ბრატისლავა გახლავთ ადგილი დიალოგისთვის, დიპლომატიისთვის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ნდობა ერებს შორის. სახელმწიფოებს შორის ეფექტური დიპლომატია და გულახდილი დიალოგი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიმუშაოთ მოგვარებები, ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით.

ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმი დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ, გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნისა, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები. ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ გახსნილად განვიხილეთ აღნიშნული თემები ბატონ პრეზიდენტთან. დავარწმუნე ის, რომ სლოვაკეთი გახდა დიდი ევროპული ბაზრის ნაწილი და განვითარებული ქვეყნების ევროპული ოჯახის წევრი.

კიდევ ერთხელ, მოესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, სლოვაკეთში. ძალიან დიდი მადლობა ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ჩვენ გავმართეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები მიმდინარე სიტუაციაზე სლოვაკეთში, საქართველოში და ევროკავშირში. მოხარული ვიქნები, როდესაც თქვენი ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იქნება შემდგომი ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის. მე ვიმეორებ, რომ ბრატისლავა გახლავთ ის ადგილი და სივრცე, სადაც მყარდება უკეთესი ურთიერთობები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მშვიდობის საკითხებზე. ძალზე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს და გახსნილად ვიხილავთ შიდა პოლიტიკის და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს,“ - განაცხადა პეტერ პელეგრინიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა